1. ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპის კავშირს შეუძლია, კონვენციის ხელმოწერის ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტების დეპონირების დროს, დააზუსტოს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომლებზეც გავრცელდება ამ კონვენციის მოქმედება.

2. ნებისმიერ მხარეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოგვიანებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე წარდგენილი განცხადებით, განავრცოს ამ კონვენციის მოქმედების სფერო ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, რომელიც დაზუსტებულია განცხადებაში და რომლის საერთაშორისო ურთიერთობებზეც ის არის პასუხისმგებელი ან რომლის სახელითაც ის არის უფლებამოსილი, რომ იკისროს ვალდებულებები. ასეთი ტერიტორიის მიმართ, ეს კონვენცია ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ასეთი განცხადების მიღების თარიღიდან სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

3. წინა ორი პუნქტის საფუძველზე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, ასეთ განცხადებაში დაზუსტებული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ, შეიძლება უკან იქნეს გამოტანილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე წარდგენილი შეტყობინებით. განცხადების უკან გამოტანა ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღე