1. რომელიმე მხარის ნებისმიერი წინადადება ამ კონვენციაში ცვლილების შეტანის თაობაზე ეცნობება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მის მიერ ეგზავნება ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ნებისმიერ ხელმომწერ ქვეყანას, ნებისმიერ მხარეს, ევროპის კავშირს, 75-ე მუხლის დებულებების თანახმად, ამ კონვენციაზე ხელის მოსაწერად მოწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს და იმ ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც შესთავაზეს ამ კონვენციასთან შეერთება 76-ე მუხლის დებულებების შესაბამისად.
2. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი იხილავს შემოთავაზებულ ცვლილებას და, კონვენციის მონაწილე იმ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, რომლებიც არ არიან ევროპის საბჭოს წევრები, შეუძლია მიიღოს ეს ცვლილება უმრავლესობით, რომელიც გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს წესდების მე-20 მუხლის „დ“ პუნქტში.
3. მინისტრთა კომიტეტის მიერ მე-2 პუნქტის თანახმად მოწონებული ნებისმიერი ცვლილების ტექსტი იგზავნება მხარეებთან მისაღებად.
4. მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის ყველა მხარის მიერ გენერალური მდივნისათვის თანხმობის გამოხატვის შემდეგ ერთთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.