1. თხოვნის მიმღები მხარე სასწრაფოდ აწოდებს ინფორმაციას თხოვნის გამგზავნ მხარეს ამ თავის საფუძველზე განხორციელებული ქმედების საბოლოო შედეგის შესახებ. თხოვნის მიმღები მხარე ასევე სასწრაფოდ აწოდებს ინფორმაციას თხოვნის გამგზავნ მხარეს იმ ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელიც შეუძლებელს ხდის სასურველი ქმედების განხორციელებას ან სავარაუდოდ, საგრძნობლად დააყოვნებს მას.
2. მხარეს შეუძლია, თავისი შიდა კანონმდებლობის ფარგლებში და წინასწარი თხოვნის გარეშე, მეორე მხარეს გაუგზავნოს საკუთარი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია, როცა იგი თვლის, რომ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება შეიძლება დაეხმაროს მიმღებ მხარეს ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი სისხლის სამართლის დანაშაულის პრევენციაში ან ასეთ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებული გამოძიებებისა ან სასამართლო პროცესების დაწყებასა ან განხორციელებაში, ან რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ამ მხარის მიერ თანამშრომლობის შემოთავაზება მოცემული თავის შესაბამისად.
3. მხარე, რომელიც იღებს ნებისმიერ ინფორმაციას მე-2 პუნქტის თანახმად, ასეთ ინფორმაციას გადასცემს თავის კომპეტენტურ ორგანოებს საქმის აღძვრის მიზნით, თუ ეს მიზანშეწონილად ჩაითვლება, ან იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია მხედველობაში იქნეს მიღებული შესაბამის სამოქალაქო და სისხლის სამართლის პროცესებზ