1. მხარეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან ამ კონვენციის დებულებების თანახმად და სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში თანამშრომლობის სფეროში შესაბამისი საერთაშორისო და რეგიონალური ინსტრუმენტების, ერთიანი ან ორმხრივი კანონმდებლობისა და შიდა კანონმდებლობის საფუძველზე შეთანხმებული ღონისძიებების გამოყენებით, მაქსიმალურად შესაძლებელ ფარგლებში იმ მიზნით, რომ:
ა. აღკვეთონ, ებრძოლონ და სისხლისსამართლებრივად დევნონ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობა;
ბ. დაიცვან და დახმარება გაუწიონ მსხვერპლს;
გ. ჩაატარონ გამოძიება ან სასამართლო პროცესი ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილ დანაშაულთან დაკავშირებით;
დ. აღასრულონ მხარეთა სასამართლო ორგანოების მიერ გამოტანილი შესაბამისი სამოქალაქო და სისხლის სამართლის განჩინებები, მათ შორის, დამცავი ორდერები.
2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი ისეთი დანაშაულის მსხვერპლმა, რომელიც ჩადენილია იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც ის არ ცხოვრობს, შეძლოს საჩივრის შეტანა თავისი საცხოვრებელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში.
3. თუ მხარე, რომელიც ეწევა ორმხრივ სამართლებრივ დახმარებას სისხლის სამართლის საქმეებში, ექსტრადიციასა ან ამ კონვენციის მონაწილე მეორე მხარის მიერ გამოტანილი სამოქალაქო ან სისხლის სამართლის განჩინებების აღსრულებაში, რაც განპირობებულია ხელშეკრულების არსებობით, იღებს თხოვნას ასეთი სამართლებრივი თანამშრომლობის შესახებ იმ მხარისაგან, რომელთანაც მსგავსი ხელშეკრულება არ გაუფორმებია, მას შეუძლია ეს კონვენცია ჩათვალოს, როგორც სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ მან განახორციელოს ორმხრივი სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებში, ექსტრადიციასა ან ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილ დანაშაულთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ გამოტანილი სამოქალაქო ან სისხლის სამართლის განჩინებების აღსრულებაში.
4. მხარეები ისწრაფვიან, რომ, როცა ეს მიზანშეწონილი იქნება, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია და აღკვეთა შეტანილი იყოს მესამე სახელმწიფოების განვითარებისთვის გათვალისწინებულ დახმარების პროგრამებში, მათ შორის, მესამე სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების გაფორმებით, მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მსხვერპლის დაცვის ხელშეწყობის მიზნი