როცა მხარეს, მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, გააჩნია დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი იმყოფება მის მიმართ ამ კონვენციის 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლებში მითითებული ძალადობის აქტების ჩადენის უშუალო რისკის ქვეშ მეორე მხარის ტერიტორიაზე, სასურველია, რომ იმ მხარემ, რომელსაც ეს ინფორმაცია გააჩნია, დაუყოვნებლივ გადასცეს იგი მეორე მხარეს სათანადო დაცვითი ზომების მიღების უზრუნველყოფის მიზნით. აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ინფორმაცია მოიცავს დეტალურ მონაცემებს რისკის ქვეშ მყოფ პირთან დაკავშირებით არსებული დაცვითი დებულებების შესახე