1. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა, მათი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კონსულტანტებს ჰქონდეთ მსხვერპლის დახმარების ან/და მხარდაჭერის შესაძლებლობა, მათი თხოვნით, იმ საგამოძიებო და სასამართლო პროცესების დროს, რომლებიც ეხება ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილ დანაშაულ