1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაბამისი შემაკავებელი ან დამცავი ორდერები გაიცემოდეს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის მსხვერპლთა მიმართებით.

2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირველ პუნქტში აღნიშნული შემაკავებელი ან დამცავი ორდერები:

- უზრუნველყოფდეს უშუალო დაცვას და მსხვერპლს არ აკისრებდეს შეუფერებელ ფინანსურ ან ადმინისტრაციულ ტვირთს;

- გაიცემოდეს გარკვეული ვადით ან მათ შეცვლამდე ან გაუქმებამდე;

- აუცილებლობის შემთხვევაში, გაიცემოდეს ეხ პარტე საფუძველზე და ძალაში შედიოდეს დაუყოვნებლივ;

- ხელმისაწვდომი იყოს სხვა სამართლებრივი პროცედურებისგან დამოუკიდებლად, ან მათზე დამატებით;

- დასაშვები იყოს შემდგომ სამართლებრივ პროცედურებში შესატანად.

3. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირველი პუნქტის შესაბამისად გაცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერების დარღვევა იწვევდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სისხლისსამართლებრივ ან სხვა იურიდიულ სანქციებ