1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა აიკრძალოს დავების მოგვარებასთან დაკავშირებული სავალდებულო ალტერნატიული პროცესები, მათ შორის, შუამავლობა და მორიგება, ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობასთან მიმართებით.

2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჯარიმის გადახდის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში სათანადოდ იყოს გათვალისწინებული დამნაშავის შესაძლებლობა, შეასრულოს თავისი ფინანსური ვალდებულებები მსხვერპლის მიმართ.

თავი VI. გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა, პროცესუალური კანონი და დაცვითი ზომე