1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა დაადგინონ განსჯადობა ამ კონვენციით დადგენილ ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით, როდესაც ასეთი დანაშაული ჩადენილია:
ა. მათ ტერიტორიაზე; ან
ბ. მათი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდზე; ან
გ. მათი ქვეყნის კანონების შესაბამისად რეგისტრირებული თვითმფრინავის ბორტზე; ან
დ. მათი ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქის მიერ; ან
ე. პირის მიერ, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი აქვს მათ ტერიტორიაზე.
2. მხარეები ეცდებიან, მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა, რათა საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მოაქციონ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი ნებისმიერი დანაშაული, როდესაც ასეთი დანაშაული ჩადენილია მათი ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქის ან იმ პირის მიმართ, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი აქვს მათ ტერიტორიაზე.
3. ამ კონვენციის 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილ დანაშაულთა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი იურისდიქცია არ ექვემდებარებოდეს იმ პირობას, რომლის თანახმადაც ეს აქტები დანაშაულად ითვლება იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი იყო ჩადენილი.
4. ამ კონვენციის 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილ დანაშაულთა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი იურისდიქცია, პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების ნაწილში, არ ექვემდებარებოდეს იმ პირობას, რომლის თანახმადაც, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის მსხვერპლის მიერ შეტყობინების შემდეგ ან იმ სახელმწიფოს მიერ ინფორმაციის მოწოდების საფუძველზე, სადაც ეს დანაშაული იყო ჩადენილი.
5. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მოაქციონ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაული, იმ შემთხვევებში, როდესაც სავარაუდო დამნაშავე პირი მათ ტერიტორიაზე იმყოფება და ისინი არ გადასცემენ მას მეორე მხარეს მხოლოდ მისი მოქალაქეობის საფუძველზე.
6. როდესაც ერთზე მეტი მხარე აცხადებს პრეტენზიას ამ კონვენციის შესაბამისად, დადგენილი სავარაუდო დანაშაულის მიმართ იურისდიქციაზე, მონაწილე მხარეები, როცა მიზანშეწონილი იქნება, კონსულტაციებს გაივლიან ერთმანეთთან სისხლისსამართლებრივი დევნისათვის ყველაზე შესაფერისი იურისდიქციის დასადგენად.
7. საერთაშორისო სამართლის ზოგადი ნორმების დარღვევის გარეშე, ეს კონვენცია არ გამორიცხავს რომელიმე მხარის მიერ ნებისმიერი სისხლის სამართლის იურისდიქციის განხორციელებას თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისა