მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს შემდეგი წინასწარგანზრახული ქცევები:

ა. ქალისთვის აბორტის გაკეთება მისი წინასწარი და ინფორმირებული თანხმობის გარეშე;

ბ. ისეთი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ქალის ბუნებრივი რეპროდუქციის უნარის შეწყვეტას მისი წინასწარი და ინფორმირებული თანხმობის ან ამ პროცედურის გააზრების გარეშ