მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს შემდეგი წინასწარგანზრახული ქცევები:
ა. ქალის დიდი სასირცხვო ბაგეების, მცირე სასირცხვო ბაგეების ან კლიტორის მთლიანი ან ნაწილობრივი ამოკვეთა, ინფიბულაცია ან სხვა ნებისმიერი სახით დასახიჩრება;
ბ. ქალის იძულება ან დაყოლიება იმ მიზნით, რომ მას ჩაუტარდეს „ა“ პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი აქტი;
გ. გოგონას წაქეზება, იძულება ან დაყოლიება იმ მიზნით, რომ მას ჩაუტარდეს „ა“ პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი აქტ