1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა დააწესოს იურისდიქცია წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ ნებისმიერ დანაშაულზე, იმ შემთხვევაში თუ დანაშაული ჩადენილ იქნა:
a) მის ტერიტორიაზე; ან
b) იმ გემის ბორტზე, რომელიც ამ მხარის დროშით დაცურავს; ან
c) იმ თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც რეგისტრირებულია ამ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად;
d) ერთ-ერთი მისი მოქალაქის მიერ; ან
e) იმ პირის მიერ, რომელსაც მის ტერიტორიაზე გააჩნია მუდმივი ადგილსამყოფელი.
2. თითოეული მხარე შეეცდება მიიღოს აუცილებელი საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომები, რათა დააწესოს იურისდიქცია წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ ნებისმიერ დანაშაულზე, იმ შემთხვევაში თუ დანაშაული ჩადენილ იქნა მისი რომელიმე მოქალაქის ან ნებისმიერი იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც მის ტერიტორიაზე გააჩნია მუდმივი ადგილსამყოფელი.
3. თითოეულ მხარეს შეუძლია, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების აქტის დეპონირებისას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი დეკლარაციის საფუძველზე განაცხადოს, რომ ის იტოვებს უფლებას არ გამოიყენოს ან გამოიყენოს მხოლოდ სპეციფიკურ შემთხვევებში და გარემოებებში წინამდებარე მუხლის 1.e პუნქტით გათვალისწინებული იურისდიქციის წესი.
4. წინამდებარე კონვენციის მე-18, მე-19 მუხლების და მე-20 მუხლის 1.a პუნქტით და 21-ე მუხლის 1.a და b პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა მისი იურისდიქცია 1.d პუნქტთან დაკავშირებით არ იყოს დამოკიდებული იმ პირობაზე, რომ აქტების კრიმინალიზაცია მოხდეს იმ ადგილზე, სადაც ისინი იქნა ჩადენილი.
5. თითოეულ მხარეს შეუძლია, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების აქტის დეპონირებისას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი დეკლარაციის საფუძველზე განაცხადოს, რომ ის იტოვებს უფლებას, წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტი, მე-18 მუხლის 1.b პუნქტის მე-2 და მე-3 აბზაცით დადგენილ დანაშაულებთან მიმართებაში, გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მის მოქალაქეს გააჩნია მუდმივი ადგილსამყოფელი მის ტერიტორიაზე.
6. წინამდებარე კონვენციის მე-18, მე-19 მუხლების და მე-20 მუხლის 1.a პუნქტით და 21-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა მისი იურისდიქცია 1.d და e. პუნქტებთან დაკავშირებით არ იყოს დამოკიდებული იმ პირობაზე, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულ იქნეს მხოლოდ მსხვერპლის განაცხადის ან სახელმწიფოს მიერ იმ ადგილის დენონსაციის შემდეგ, სადაც ჩადენილ იქნა დანაშაული.
7. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა დააწესოს იურისდიქცია წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, იმ შემთხვევაში როდესაც დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი იმყოფება მის ტერიტორიაზე, ხოლო ის არ ახდენს მის ექსტრადირებას სხვა მხარისთვის მხოლოდ მისი მოქალაქეობის საფუძველზე.
8. იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ შესაძლო დანაშაულზე იურისდიქციის დაწესებას მოითხოვს რამდენიმე მხარე, შესაბამისი მხარეები საჭიროების შემთხვევაში გამართავენ კონსულტაციებს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ყველაზე შესაფერისი იურისდიქციის განსაზღვრის მიზნით.
9. საერთაშორისო სამართლის ზოგადი წესების შეუზღუდავად, წინამდებარე კონვენცია არ კრძალავს მხარის მიერ თავისი შიდა კანონმდებლობის მიხედვით ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი იურისდიქციის განხორციელება