1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს შემდეგი სახის განზრახი ქმედებების კრიმინალიზაციის მიზნით, იმ შემთხვევაში თუ ისინი ჩადენილია უფლების გარეშე:
a) ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება;
b) ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის შეთავაზება ან ხელმისაწვდომად ქცევა;
c) ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის დისტრიბუცია ან გადაგზავნა;
d) ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის ყიდვა საკუთარი თავისთვის ან სხვა პირისთვის;
e) ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის ფლობა;
f) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ბავშვთა პორნოგრაფიული მასალით სარგებლობის შესაძლებლობის შეგნებულად მოპოვება.
წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი ~ბავშვთა პორნოგრაფიული მასალა~ ნიშნავს ნებისმიერ მასალას, რომელზეც გამოსახულია სექსუალური სურვილის გამომწვევ რეალურ თუ იმიტირებულ ქმედებაში მონაწილე ბავშვი ან ბავშვის სქესობრივი ორგანოების გამოსახულება ძირითადად სექსუალური მიზნით.
თითოეული მხარე იტოვებს უფლებას არ გამოიყენოს, მთლიანად ან ნაწილობრივ, 1 პუნქტის a) და e) ქვეპუნქტები ისეთი პორნოგრაფიული მასალის დამზადებასთან ან ფლობასთან დაკავშირებით, რომელიც
- შეიცავს მხოლოდ და მხოლოდ არარსებული ბავშვის იმიტირებულ ან რეალურთან მიმგვანებულ გამოსახულებას;
- შეიცავს იმ ბავშვების გამოსახულებას, რომლებსაც შეუსრულდათ მე-18 მე-2 პუნქტში მითითებული ასაკი, იმ შემთხვევაში თუ ეს გამოსახულებები დამზადებულია მათ მიერ და მათ მფლობელობაშია, მათივე თანხმობით და მხოლოდ მათივე პირადი მოხმარებისთვის.
- თითოეული მხარე იტოვებს უფლებას არ გამოიყენოს, მთლიანად ან ნაწილობრივ, 1 პუნქტის f) ქვეპუნქტ