1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა მსხვერპლთ გაუწიოს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი დახმარება მათი ფიზიკური და ფსიქო-სოციალური გამოჯანმრთელების მიზნით. ამ პუნქტის მიხედვით ზომების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშვის მოსაზრებები, საჭიროებები და პრობლემები.
2. თითოეული მხარე, თავისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიღებს ზომებს, რომლებიც ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას იმ არა-სამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან ან სამოქალაქო საზოგადოების სხვა ელემენტებთან, რომლებიც მონაწილეობენ მსხვერპლთათვის დახმარების გაწევაში.
3. როდესაც ბავშვის სექსუალურ ექსპლუატაციაში ან მის მიმართ სექსუალურ ძალადობაში მონაწილეობენ მშობლები ან ის პირები, რომლებსაც ევალებათ ბავშვზე მზრუნველობა, მე-11 მუხლის 1 პუნქტში მითითებული ინტერვენციის პროცედურები უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს:
- დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ჩამოშორების შესაძლებლობას;
- ოჯახური გარემოსგან მსხვერპლის ჩამოშორების შესაძლებლობას. ამგვარი ჩამოშორების პირობები და ხანგრძლივობა ბავშვის ინტერესების შესაბამისად უნდა განისაზღვროს.
4. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ მსხვერპლთან დაახლოებულმა პირებმა, საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ თერაპიული დახმარებით, კერძოდ, გადაუდებელი ფსიქოლოგიური მზრუნველობით.