1. თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს, რომ იმ პირებს, რომელთა მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, შეეძლოთ მე-15 მუხლის 1 პუნქტში გათვალისწინებული პროგრამებით ან ზომებით სარგებლობა, იმ პირობებში, რომლებიც ხელს არ უშლის და არც ეწინააღმდეგება დაცვის უფლებების განხორციელებას და სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო პროცესის მოთხოვნებს, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის მარეგულირებელი წესების დაცვით.
2. თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს რომ იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან წინამდებარე Kკონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, შეეძლოთ მე-15 მუხლის 1 პუნქტში გათვალისწინებული პროგრამებით ან ზომებით სარგებლობა.
3. თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს, რომ შემუშავებულ ან ადაპტირებულ იქნეს ინტერვენციის პროგრამები ან ზომები იმ ბავშვთა განვითარების საჭიროებათა დაკმაყოფილების მიზნით, რომლებიც ჩადიან სექსუალურ დანაშაულებს, იმ ბავშვების ჩათვლით, რომელთა ასაკიც ჯერ არ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, რაც მათ სექსუალურ ქცევაში არსებული პრობლემების გამოსწორებას ემსახურებ