1. თითოეული მხარე შექმნის ეფექტურ სოციალურ პროგრამებს და მრავალდისციპლინურ სტრუქტურებს მსხვერპლთათვის, მათი ახლო ნათესავებისა და მათ მზრუნველობაზე პასუხისმგებელი ნებისმიერი პირისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით.
2. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ თუ მსხვერპლის ასაკი გაურკვეველია, მაგრამ არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მსხვერპლი არის ბავშვი, ბავშვებისთვის გათვალისწინებული დაცვისა და დახმარების ზომები გავრცელდეს მასზე მისი ასაკის დადგენამდ