1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყონ კოორდინაცია იმ სამსახურებს შორის, ეროვნულ ან ლოკალურ დონეზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვაზე, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაზე, კერძოდ განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის სამსახურებს, ასევე სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებს შორის.
2. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა შექმნან ან დანიშნონ:
a) დამოუკიდებელი კომპეტენტური ეროვნული ან ადგილობრივი ინსტიტუტები ბავშვის უფლებათა ხელშეწყობის და დაცვის მიზნით, რომლებიც უზრუნველყოფილ იქნებიან სპეციფიკური რესურსებით და დაეკისრებათ ვალდებულებები;
b) მონაცემთა შეგროვების მექანიზმები ან ცენტრები, ეროვნულ ან ადგილობრივ დონეზე, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფენომენის შესწავლისა და შეფასების მიზნით, პირად მონაცემთა დაცვის სფეროში არსებულ მოთხოვნათა დაცვით.
3. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს თანამშრომლობას კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის უკეთ ორგანიზების მიზნით.