1. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს ან განახორციელებს ცოდნის გაღრმავების კამპანიებს, რომლებიც ითვალისწინებს საზოგადოების ფართო მასებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფენომენისა და იმ პრევენციული ზომების შესახებ, რომლებიც უნდა განხორციელდეს.
2. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს ისეთი მასალების გავრცელების პრევენცია ან აკრძალვა, რომლებიც რეკლამირებას უწევს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებ