1.         თითოეული მხარე ხელს შეუწყობს ბავშვების მონაწილეობას, მათი განვითარების დონის შესაბამისად, სახელმწიფო სტრატეგიების, პროგრამების ან სხვა ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებაში, რომლებიც შეეხება ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური  ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.

2.         თითოეული მხარე ხელს შეუწყობს კერძო სექტორს, კერძოდ, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორს, ტურიზმისა და ტურიზმის ინდუსტრიის, საბანკო და საფინანსო სექტორებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისკენ მიმართული სტრატეგიების შემუშავებასა და იმპლემენტაციაში და განახორციელონ შიდასაკანონმდებლო ნორმები თვითრეგულაციის ან თანარეგულაციის გზით.

3.         თითოეული მხარე ხელს შეუწყობს მედიას, რათა მან წარმოადგინოს სათანადო ინფორმაცია ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ყველა ასპექტზე, მედიის დამოუკიდებლობისა და პრესის თავისუფლების გათვალისწინებით.

4.         თითოეული მხარე ხელს შეუწყობს, საჭიროების შემთხვევაში, ფონდების შექმნის გზითაც, სამოქალაქო საზოგადოების მიერ განხორციელებული ისეთი პროექტებისა და პროგრამების ფინანსირებას, რომლებიც მიმართულია ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და ბავშვთა დაცვისკენ.

თავი III – სპეციალიზებული ორგანოები და მაკოორდინირებელი ორგანოე