1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს ბავშვთა დაცვისა და უფლებების შესახებ იმ პირთა ცოდნის გაღმავების მიზნით, რომელთაც განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სასამართლო და სამართალდამცავ სექტორებში და ასევე სპორტისა და კულტურის სფეროებში მუშაობისას და დასვენების პერიოდში რეგულარული კონტაქტი აქვთ ბავშვებთან.
2. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რათა 1 პუნქტში მითითებულ პირებს მიეწოდოთ სათანადო ინფორმაცია ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის, მათი გამოვლენის საშუალებებისა და მე-12 მუხლის 1 პუნქტში მითითებული შესაძლებლობის შესახებ.
3. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, რათა იმ პროფესიების განხორციელების მიზნით, რომლებიც გულისხმობს ბავშვებთან რეგულარულ კონტაქტს, დაკავდნენ ის პირები, რომლებიც არ ყოფილან ნასამართლევნი ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის აქტებისთვი