თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებულმა კონფიდენციალურობის დაცვის წესებმა, რომლებიც ვრცელდება გარკვეული პროფესიის წარმომადგენლებზე, რომლებსაც უწევთ ბავშვებთან მუშაობა, არ შეუშალოს ამ პირებს ხელი ბავშვთა დაცვაზე პასუხისმგებელ სამსახურებს მიაწოდონ ინფორმაცია ნებისმიერი იმ სიტუაციის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც მათ აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ ბავშვი სექსუალური ექსპლუატაციის ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.
თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა იმ პირმა, რომელმაც იცის, ან კეთილსინდისიერად ეჭვობს, რომ ადგილი ჰქონდა ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებს, ინფორმაცია ამ ფაქტების შესახებ მიაწოდოს კომპეტენტურ სამსახურებ