1.   თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს, რომ მე-16 მუხლში მითითებულ პირებს, რომელთაც შეეთავაზათ ინტერვენციის პროგრამები ან ზომები, სრულად განემარტოთ ამ შეთავაზების მიზეზები ისე, რომ მათი თანხმობა პროგრამის ან ზომის გამოყენებაზე ემყარებოდეს ფაქტების სრულ ცოდნას.

2.   თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს, რომ იმ პირებს, რომელთაც შეეთავაზათ ინტერვენციის პროგრამები ან ზომები, შეეძლოთ მათზე უარის თქმა, ხოლო მსჯავრდებული პირების შემთხვევაში, მათ განემარტოთ უარის შესაძლო შედეგები.

თავი VI – მატერიალური სისხლის სამართა