1.   თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს ან ხელს შეუწყობს ინტერვენციის ეფექტური პროგრამების ან ზომების განხორციელებას მე-16 მუხლის 1 და მე-2 პუნქტში მითითებული პირებისთვის, ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის განმეორებითი დანაშაულების რისკის პრევენციისა და მინიმიზაციის მიზნით. ასეთი პროგრამები ან ზომები ხელმისაწვდომი იქნება სამართალწარმოების პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, როგორც  ციხეში ისე ციხის გარეთ, შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

2.   თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს ან ხელს შეუწყობს პარტნიორობისა და თანამშრომლობის სხვა ფორმების განვითარებას კომპეტენტურ ორგანოებს, კერძოდ, ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურებს და სასამართლო და სხვა ორგანოებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მე-16 მუხლის 1 და მე-2 პუნქტში მითითებული პირებთან  მიმართებაში.

3.   თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მე-16 მუხლის 1 და მე-2 პუნქტში მითითებული პირების მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების განმეორებით ჩადენის საფრთხისა და შესაძლო რისკის შეფასებას  შესაბამისი პროგრამების ან ზომების განსაზღვრის მიზნით.

4.   თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს განხორციელებული პროგრამებისა და ზომების ეფექტურობის შეფასება