თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს შემდეგი სახის განზრახი ქმედებების კრიმინალიზაციის მიზნით:
a) სექსუალური ურთიერთობის დამყარება ბავშვთან, რომელსაც ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი დებულებების მიხედვით, ჯერ არ მიუღწევია სექსუალური ურთიერთობისთვის კანონით დადგენილი ასაკისთვის;
b) სექსუალური ურთიერთობის დამყარება ბავშვთან თუ:
- აღნიშნული ხორციელდება იძულების, ძალის ან მუქარის გამოყენებით; ან
- ძალადობა ხორციელდება ბავშვის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, მათ შორის ოჯახში; ან
- ძალადობა ხორციელდება ბავშვის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, კერძოდ მისი გონებრივი ჩამორჩენილობის, ან ფიზიკური უუნარობის, ან დამოკიდებული მდგომარეობის გამო.
ზემომითითებული 1 პუნქტის მიზნებისთვის, თითოეული მხარე განსაზღვრავს იმ ასაკს, რომლის ქვემოთაც აკრძალულია ბავშვთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება.
1.a პუნქტის დებულებები არ გამოიყენება არასრულწლოვანთა შორის თანხმობაზე დაფუძნებული სექსუალური ურთიერთობების დარეგულირების მიზნი