თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს შემდეგი სახის განზრახი ქმედებების კრიმინალიზაციის მიზნით:

a)       ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმა ან ბავშვის იძულება პროსტიტუციაში მონაწილეობის მისაღებად;

b)       ბავშვის მიმართ ძალდატანების გამოყენება მისი პროსტიტუციაში ჩაბმის მიზნით, ან სარგებლის მიღება ამგვარი საქმიანობიდან, ან ამ მიზნით ბავშვის სხვა გზით გამოყენება;

c)       ბავშვთა პროსტიტუციისთვის მიმართვა.

2. წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი ~ბავშვთა პროსტიტუცია~ ნიშნავს ბავშვის გამოყენებას სექსუალური მიზნებისთვის, ფულადი გასამრჯელოს ან ნებისმიერი სხვა სახის ანაზღაურების ან კომპენსაციის გადახდის ან დაპირების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა ეს ანაზღაურება, პირობა თუ კომპენსაცია ბავშვს მოხმარდა თუ მესამე პირ