წინამდებარე კონვენციის მიზნებია:
a) ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა;
b) სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან მსხვერპლ ბავშვთა უფლებების დაცვა;
c) ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
მხარეთა მიერ მისი დებულებების ეფექტური იმპლემენტაციის უზრუნველყოფის მიზნით, კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის სპეციფიკური მექანიზმის შექმნა