1.               მხარეები აწარმოებენ რეგულარულ დიალოგს აუდიოვიზუალურ და მედიის პოლიტიკის სფეროში და ითანამშრომლებენ, რათა გააძლიერონ მედიის დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი, ასევე, ურთიერთობები ევროკავშირის მედიასთან,  ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რომელიც ასევე მოიცავს ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და 2005 წლის გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციას.

2.               თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს, inter alia, ჟურნალისტთა და მედიის სხვა პროფესიონალთა ტრეინინგის საკითხს.