(a)    მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობა, რომელიც წარმოადგენს ზრდისა და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის უმთავრეს ასპექტს და რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, სრულყოფილი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

(b)   განათლებისა და ტრეინინგის სისტემების მოდერნიზება, ხარისხის გაუმჯობესება, განათლების ყველა საფეხურის  რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - ადრეულ ასაკში განათლებისა და მზრუნველობიდან დაწყებული,  უმაღლესი განათლების ჩათვლით;

(c)    უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება იმ საშუალებით, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის „უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგსა“ (Modernisation Agenda for Higher Education) და „ბოლონიის პროცესთან“;

(d)   აკადემიურ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამებში მონაწილეობა, სტუდენტებისა და მასწავლებლების მობილურობის გაზრდა;

(e)    უცხო ენების სწავლების ხელშეწყობა;

(f)     კვალიფიკაციისა და კომპეტენციის აღიარების მიმართულებით პროგრესის ხელშეწყობა და ამ მხრივ ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფა;

(g)    პროფესიული განათლებისა და ტრეინინგის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა ევროკავშირის შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით; და

(h)   ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის, აგრეთვე, ევროკავშირი-აღმოსავლეთის პარტნიორობის ურთიერთობებზე აკადემიური დიალოგის  შესახებ ცოდნისა და განათლების ამაღლება, და ევროკავშირის შესაბამის პროგრამებში მონაწილეობ