(a) საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, კერძოდ, ჯანმრთელობის სექტორის რეფორმის გაგრძელების, მაღალი ხარისხის ჯანდაცვის უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების, ჯანმრთელობის სფეროში მმართველობისა და ჯანდაცვის დაფინანსების სრულყოფის გზით;
(b) ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და გადამდებ დაავადებათა კონტროლი, როგორებიცაა, მაგალითად, აივ ინფექცია/შიდსი, ვირუსული ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და ანტიმიკრობული რეზისტენტობა, ასევე - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინაშე არსებული საფრთხეებისა და საგანგებო სიტუაციების მიმართ გაზრდილი მზაობა;
(c) არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია და კონტროლი, ძირითადად ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის იმ მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა კვება, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მიმართ დამოკიდებულება;
(d) ადამიანის ბიოლოგიური მასალის ხარისხი და უსაფრთხოება;
(e) ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და ცოდნა; და
(f) ჯანმრთელობის სფეროში იმ საერთაშორისო შეთანხმებების ეფექტური იმპლემენტაცია, რომლებიც აღიარებულია მხარეებს შორის, კერძოდ, ჯანმრთელობის შესახებ საერთაშორისო რეგულაციები და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჩარჩო კონვენცი