მუხლი 362🔗
მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) 2005 წლის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციით განმტკიცებული პრინციპების სათანადოდ გათვალისწინების გზით. საერთო ინტერესების სფეროებში, მხარეები წარმართავენ მუდმივ დიალოგს დარგობრივ პოლიტიკაში, მათ შორის, ევროკავშირსა და საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კუთხით. მხარეთა შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კულტურათაშორის დიალოგს, ევროკავშირისა და საქართველოს კულტურის სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გზი