მუხლი 333🔗
მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) 2005 წლის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციით განმტკიცებული პრინციპების სათანადოდ გათვალისწინების გზით. საერთო ინტერესების სფეროებში, მხარეები წარმართავენ რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგს, მათ შორის, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოში კულტურული ინდუსტრიების განვითარების კუთხით. მხარეთა შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კულტურათაშორის დიალოგს, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს კულტურის სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გამ