● ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს კავშირს გაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებთან, დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობასთან. ამ შეთანხმების მეშვეობით მიღწეული ეკონომიკური კონვერგენცია ხელს შეუწყობს უფრო ინტენსიურ პოლიტიკურ ურთიერთობებს;
● გამოიწვევს ორივე მხარისათვის საინტერესო საერთაშორისო საკითხების შესახებ პოზიციების მზარდ დაახლოებას, რითაც გააძლიერებს უშიშროებასა და სტაბილურობას რეგიონში და ხელს შეუწყობს ამიერკავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების მომავალ განვითარებას;
● გაითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მხარეები ცდილობენ ითანამშრომლონ ევროპაში უშიშროებისა და სტაბილურობის გაძლიერების, დემოკრატიის პრინციპების დაცვის, ადამიანის, განსაკუთრებით უმცირესობათა უფლებების პატივისცემისა და მათ ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საკითხებში და, საჭიროებისამებრ, გამართავენ კონსულტაციებს შესაბამისი პრობლემების თაობაზე.
● ასეთი დიალოგი შეიძლება გაიმართოს რეგიონალურ საფუძველზე, რეგიონალური დაძაბულობისა და კონფლიქტების მოგვარებისხელშეწყობის მიზნით