2. ზომების მიღებამდე, იმ შემთხვევბში რომელსაც შეეხება მე-4 პუნქტი, რაც შეიძლება სწრაფად გაერთიანება და საქართველო (ნებისმიერი მათგანი) მიაწოდებენ თანამშრომლობის კომიტეტს შესაბამის ინფორმაციას ორივე მხარისათვის მისაღები შეთანხმების მიღწევის მიზნით, როგორც გათვალისწინებულია 11-ე კარში.
3. თუ თანამშრომლობის კომიტეტში საქმის შეტანიდან 30 დღის განმავლობაში კონსულტაციების შედეგად მიღწეული არ იქნება გადაწყვეტილება შექმნილი სიტუაციის აღსაკვეთად, კონსულტაციების მომთხოვნს მხარეს შეუძლია შეზღუდოს შესაბამისი საქონლის იმპორტი იმ მასშტაბით და იმ დროით, რომელიც აუციებელია ზიანის თავიდან ასაცილებლად ან მის გამოსასწორებლად, ან მიიღოს სხვა შესაბამისი ზომები.
4. საგანგებო შემთხვევების დროს, როდესაც დაგვიანებას შეიძლება მოჰტვეს ძნელად გამოსასწორებელი ზიანი, მხარეებს შეუძილათ მიიღონ ზომები კონსულტაციებზე იმ პირობით, რომ ასეთი კონსულტაციები დაუყოვნებლივ მოეწყობა ზომების მიღების შემდეგ.
5. ამ მუხლის დებულებების თანახმად, ზომების შერჩევისას მხარეები უპირატესობას მიანიჭებენ იმ ზომებს, რომლებიც შეთანხმების შესრულებისათვის ყველაზე ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ.
6. ამ მუხლის ვერცერთი დებულება ვერ მოახდენს გავლენას ერთ-ერთი მხარის მიერ ანტიდემპინგური ან სხვა საკომპენსაციო ზომების მიღებაზე GATT-ის მე-6 მუხლის შესაბამისად, GATT-ის მე-6 მუხლის განხორციელებაზე შეთანხმების, GATT-ის მე-6, მე-16 და მე-18 მუხლების ინტერპრეტაციასა და გამოყენებაზე შეთანხმების ან შესაბამისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად