წინამდებარე შეთანხმებით დამყარდა პარტნიორობა, ერთის მხრივ, გაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის. ამ პარტნიორობის მიზანია:
● შექმნან მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგისათვის შესაბამისი ჩარჩოები, რაც შესაძლებელს გახდის განვითარდეს მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები;
● მხარი დაუჭირონ საქართველოს ძალისხმევას მიაღწიოს დემოკრატიის განმტკიცებას, განავითაროს ეკონომიკა და დაასრულოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა;
● ხელი შეუწყონ მხარეებს შორის ვაჭრობას, ინვესტირებას, ჰარმონიული ეკონომიკურ ურთიერთობების დამყარებას, რაც შესაძლებელს გახდის მათ სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას;
● საფუძველი ჩაუყარონ საკანონმდებლო, ეკონომიკურ, სოციალურ, ფინანსურ, სამოქალაქო-სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და კულტურულ თანამშრომლობას.
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 1
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ..
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.“, მუხლი 1. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212956/muxli-1/