1. სანამ, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის არ იქნება მიღწეული ექვივალენტური უფლებები, ეს შეთანხმება გავლენას არ მოახდენს, ერთის მხრივ, ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოსა და, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის არსებული სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმებებით მათთვის მინიჭებულ უფლებებზე.
2. არსებული შეთანხმებები, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის კონკრეტულ სფეროებთან, განიხილება ამ შეთანხმებით დარეგულირებული საერთო ორმხრივი ურთიერთობების ნაწილად და წარმოადგენს საერთო ინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილს.