მხარეებს შეუძლიათ შეავსონ ეს შეთანხმება მის ფარგლებში მოქცეულ ნებისმიერ სფეროში კონკრეტული შეთანხმებების დადების გზით. მსგავსი კონკრეტული შეთანხმებები განიხილება  წინამდებარე შეთანხმებით დარეგულირებული საერთო ორმხრივი ურთიერთობების ნაწილად და წარმოადგენს საერთო ინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილს.

„ევროკავშირის შესახებ” ხელშეკრულებისა და „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ” ხელშეკრულების შესაბამისი დებულებებისათვის ზიანის მიუყენებლად, არც წინამდებარე შეთანხმება და არც მის საფუძველზე განხორციელებული ქმედება გავლენას არ მოახდენს წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილებაზე, აწარმოონ ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოსთან ან, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოსთან გააფორმონ თანამშრომლობის შესახებ ახალი შეთანხმებები.