მხარე მიიღებს შესაბამის ზომებს, თუ დავა არ მოგვარდა დავის მოგვარების შესახებ ოფიციალური მოთხოვნის შესახებ შეტყობინების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში წინამდებარე შეთანხმების 421-ე მუხლის შესაბამისად და თუ მომჩივანი მხარე კვლავ მიიჩნევს, რომ მეორე მხარემ ვერ შეასრულა წინამდებარე შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულება. სამთვიანი კონსულტაციების პერიოდის მოთხოვნა მოიხსნება მხარეთა შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე და არ გამოიყენება გამონაკლისი შემთხვევების დროს, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით.
შესაბამისი ზომების შერჩევისას, პრიორიტეტი მიენიჭება იმ ზომებს, რომლებიც ყველაზე ნაკლებად აბრკოლებს წინამდებარე შეთანხმების ფუნქციონირებას. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ამგვარი ზომები არ შეიძლება მოიცავდეს წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) დებულებებით გათვალისწინებული უფლებების ან ვალდებულებების შეჩერებას. ასოცირების საბჭოს დაუყოვნებლივ ეცნობება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომების შესახებ და ეს ზომები გახდება კონსულტაციების საგანი წინამდებარე შეთანხმების 420-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და დავების მოგვარების საგანი წინამდებარე შეთანხმების 420-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 421-ე მუხლის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში წარმოდგენილი გამონაკლისები ეხება:
(a) წინამდებარე შეთანხმების დენონსაციას, რასაც არ ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის ზოგადი წესები, ან
(b) მეორე მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი არსებითი ელემენტის დარღვევას, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების I კარის (ზოგადი პრინციპები) მე-2 მუხლი