წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში და მასში მოცემული კონკრეტული დებულებებისათვის ზიანის მიუყენებლად:
(a) საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ გამოყენებულმა ღონისძიებებმა არ უნდა წარმოშვას რაიმე სახის დისკრიმინაცია წევრ სახელმწიფოებს, მათ მოქალაქეებს, კომპანიებსა თუ ფირმებს შორის;
(b) ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველოს მიმართ გამოყენებულმა ღონისძიებებმა არ უნდა წარმოშვას რაიმე სახის დისკრიმინაცია საქართველოს მოქალაქეებს, კომპანიებსა თუ ფირმებს შორის.
პირველი პუნქტის დებულებები ზიანს არ მიაყენებს მხარეთა უფლებებს, გამოიყენონ თავიანთი ფისკალური კანონმდებლობის შესაბამისი დებულებები გადასახადების იმ გადამხდელთა მიმართ, რომლებიც არ არიან იდენტურ სიტუაციაში თავიანთი საცხოვრებელი ადგილის თვალსაზრისი