წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში და მასში მოცემული კონკრეტული დებულებებისათვის ზიანის მიუყენებლად:

(a)
საქართველოს მიერ გაერთიანებული სამეფოს მიმართ გამოყენებულმა ღონისძიებებმა არ უნდა წარმოშვას რაიმე სახის დისკრიმინაცია გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს, კომპანიებსა თუ ფირმებს შორის;

(b)
გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს მიმართ გამოყენებულმა ღონისძიებებმა არ უნდა წარმოშვას რაიმე სახის დისკრიმინაცია საქართველოს მოქალაქეებს, კომპანიებსა თუ ფირმებს შორის.

პირველი პუნქტის დებულებები ზიანს არ მიაყენებს მხარეთა უფლებებს, გამოიყენონ თავიანთი ფისკალური კანონმდებლობის შესაბამისი დებულებები  გადასახადების იმ გადამხდელთა მიმართ, რომლებიც არ არიან იდენტურ სიტუაციაში თავიანთი საცხოვრებელი ადგილის  თვალსაზრისი