წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი უფლებამოსილია განაახლოს ან შეასწოროს წინამდებარე შეთანხმების დანართები, წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) ნებისმიერი კონკრეტული დებულებისათვის ზიანის მიუყენებლად. როდესაც სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი შეთანხმდება განაახლოს ან შეასწოროს წინამდებარე შეთანხმების დანართები, თუკი ამგვარი განახლება ან შესწორება ექვემდებარება მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მოთხოვნების აღსრულებას, ისინი ძალაში შევა აღნიშნული შიდა მოთხოვნების შესაბამისად, ან სხვა შემთხვევებში, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ზოგადი და დასკვნითი დებულებე