მუხლი 9. მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობა
თავი II — თანამშრომლობის ფორმები
1. ამ კანონით გათვალისწინებული თანამშრომლობის წასახალისებლად საქართველოს შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანომ ეფექტიანად უნდა ითანამშრომლოს საქართველოში არსებული მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმის ფარგლებში. ამ მიზნით საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო განსაზღვრავს კონკრეტულ დანაყოფს ან პირს, რომელიც აღნიშნული თანამშრომლობისთვის იქნება პასუხისმგებელი.
2. საქართველოს შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანომ აგრეთვე ეფექტიანად უნდა გამოიყენოს საზღვარგარეთის ქვეყანაში არსებული მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმი და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განავითაროს ან/და გააძლიეროს ამ კუთხით არსებული თანამშრომლობა.
თავი IIIთანამშრომლობის სახეე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.10.2013).
წინა რედაქცია (22.10.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობა 1. ამ კანონით გათვალისწინებული თანამშრომლობის წასახალისებლად საქართველოს შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანომ ეფექტიანად უნდა ითანამშრომლოს საქართველოში არსებული მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმის ფარგლებში. ამ მიზნით საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო განსაზღვრავს კონკრეტულ დანაყოფს ან პირს, რომელიც აღნიშნული თანამშრომლობისთვის იქნება პასუხისმგებელი. 2. საქართველოს შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანომ აგრეთვე ეფექტიანად უნდა გამოიყენოს საზღვარგარეთის ქვეყანაში არსებული მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმი და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განავითაროს ან/და გააძლიეროს ამ კუთხით არსებული თანამშრომლობა. თავი IIIთანამშრომლობის სახეები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 13. მეკავშირე ოფიცრების წარგზავნა— საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს კანონი „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“, მუხლი 9, №1441-Iს, 04.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 480140000.05.001.017190 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2048477/muxli-9/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია