როდესაც დავა ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმებისა და სხვა ხელშეკრულების, მათ შორის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სხვა შეთანხმებების ფარგლებში, რომლის მონაწილენიც არიან მხარეები, საჩივრის წარმდგენი მხარე უფლებამოსილია აირჩიოს ფორუმი,  სადაც მოხდება დავის მოგვარება.

მას შემდეგ, რაც საჩივრის წარმდგენი მხარე აირჩევს ფორუმს, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩეული ფორუმი გამორიცხავს ყველა სხვა ფორუმის გამოყენება