საარბიტრაჟო ტრიბუნალი შედგება სამი წევრისგან.

საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებული მოთხოვნის წარდგენის თარიღიდან 15 დღის განმავლობაში, თითოეულმა მხარემ უნდა განსაზღვროს საარბიტრაჟო ტრიბუნალის თითო წევრი.

დავის მხარეებმა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, უნდა დანიშნონ მესამე არბიტრი, საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებული მოთხოვნის წარდგენის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში. ამგვარად, დანიშნული არბიტრი უხელმძღვანელებს საარბიტრაჟო ტრიბუნალს.

თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებული მოთხოვნის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში საარბიტრაჟო ტრიბუნალის რომელიმე წევრ(ებ)ი ან თავმჯდომარე არ დანიშნულა წინამდებარე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დავის რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი უფლებამოსილი იქნება დანიშნოს წევრ(ებ)ი შემდგომი 30 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი არის წინამდებარე დავის რომელიმე მხარის მოქალაქე ან გააჩნია მუდმივი ცხოვრების ადგილი დავის რომელიმე მხარის ტერიტორიაზე, გენერალური დირექტორის მოადგილე ან მომდევნო რანგის ხელმძღვანელი ოფიცერი, რომელიც არ აღმოჩნდება წინამდებარე დავის რომელიმე მხარის მოქალაქე ან არ ექნება მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დავის რომელიმე მხარის ტერიტორიაზე, უფლებამოსილი იქნება განახორციელოს საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის საჭირო კანდიდატურის დანიშვნა.

საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე არ უნდა იყოს დავის რომელიმე მხარის მოქალაქე, ასევე არ უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დავის რომელიმე მხარის ტერიტორიაზე და არ უნდა იყოს დასაქმებული დავის რომელიმე მხარის მიერ.

თითოეული არბიტრი ვალდებულია:

ჰქონდეს სპეციალური ცოდნა ან გამოცდილება სამართლის, საერთაშორისო ვაჭრობის, წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ სხვა სფეროებში ან ისეთი დავების მოგვარებაში, რომელიც გამომდინარეობს საერთაშორისო ვაჭრობის შეთანხმებებიდან;

მკაცრად იყოს არჩეული ობიექტურობის, საიმედოობის და კეთილგონიერების საფუძველზე;

არ უნდა ჰქონდეს რაიმე სახის შეხება დავის საგანთან;

იყოს დამოუკიდებელი და არ უკავშირდებოდეს ან არ იღებდეს ინსტრუქციებს დავის რომელიმე მხარისგან; და

იცავდეს ქცევის კოდექსს იმ წესების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დავების განმხილველი ორგანოს მიერ 1996 წლის 11 დეკემბერს მიღებული დავების მოგვარების წესისა და პროცედურების შესახებ შეთანხმების ქცევის წესებში.

თუ წინამდებარე მუხლის თანახმად დანიშნული არბიტრი გადადგება, ან ვერ შეძლებს მოვალეობის შესრულებას, 15 დღის განმავლობაში დაინიშნება შემცვლელი არბიტრი, თავდაპირველი არბიტრის დანიშვნისთვის განსაზღვრული შერჩევის პროცედურების თანახმად და შემცვლელ არბიტრს ექნება იგივე უფლებამოსილებები და მოვალეობები, რაც თავდაპირველ არბიტრს. საარბიტრაჟო ტრიბუნალის საქმიანობა უნდა შეჩერდეს, შემცვლელი არბიტრის დანიშვნის განმავლობაშ