1. იმ შემთხვევაში, თუ 15.4 მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების მეშვეობით ვერ მოგვარდება საკითხი, კონსულტაციების გამართვის შესახებ მოთხოვნის მიღების თარიღიდან 60 დღის ან გადაუდებელ საკითხებთან, მათ შორის, მალფუჭებად საქონელთან დაკავშირებით, 30 დღის განმავლობაში, მოთხოვნის წარმდგენი მხარე, უფლებამოსილია, საქმის განხილვის მიზნით, წერილობითი ფორმით, მოითხოვოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჩამოყალიბება.
2. მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ, მოთხოვნაში უნდა მიუთითოს, გაიმართა თუ არა კონსულტაციები, განსაზღვროს კონკრეტული ღონისძიება/ღონისძიებები და წარმოადგინოს მომთხოვნი მხარის სამართლებრივი საფუძვლის მოკლე მიმოხილვა, საკმარისი იმისათვის, რომ ნათლად აღიწეროს პრობლემა, და უზრუნველყოს მოთხოვნის ჩაბარება მეორე მხარისათვის. საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჩამოყალიბების თარიღად მიიჩნევა მოთხოვნის ჩაბარების თარიღ