1. FTA ერთობლივი კომისია იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს რეკომენდაციებს მის ფუნქციაში შემავალ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ეს განსაზღვრულია 14.1 მუხლით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. გადაწყვეტილების აღსრულება დამოკიდებულია მხარის შიდა სამართლებრივი მოთხოვნების შესრულებაზე.

2. FTA ერთობლივი კომისია შეიკრიბება რეგულარული სესიების დროს წელიწადში ერთხელ, ასევე მხარეთა მოთხოვნით, ნებისმიერ სხვა დროს. FTA ერთობლივი კომისიის რეგულარული სესიების თავმჯდომარეობას მონაცვლეობით შეითავსებს ორივე მხარე. FTA ერთობლივი კომისიის სხვა სესიებს გაუძღვება მასპინძელი მხარე.

3. FTA ერთობლივი კომისია ჩვეულებრივ შეიკრიბება მაღალი თანამდებობის პირთა დონეზე, თუ რომელიმე მხარე არ მოითხოვს შეხვედრის გამართვას მინისტრების დონეზე.

4. მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, თითოეული მხარე ვალდებულია ჩამოაყალიბოს FTA ერთობლივი კომისიის საკუთარი დელეგაციის შემადგენლობა.

5. FTA ერთობლივი კომისიის თავმჯდომარე მხარე უზრუნველყოფს სესიისთვის საჭირო ადმინისტრაციულ დახმარებას და ჩაიწერს FTA ერთობლივი კომისიის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომლის ასლები გადაეცემა მეორე მხარე