1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ზოგადი გამოყენების კანონები, რეგულაციები, პროცედურები და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ რაიმე საკითხზე, დროულად იქნეს გამოქვეყნებული, მათ შორის, როდესაც მოსახერხებელია, ინტერნეტის მეშვეობით, ან საჯარო გახდეს სხვა ფორმით, იმგვარად, რომ დაინტერესებულ მხარეს მიეცეს მისი გაცნობის საშუალება.

2. მხარეები ვალდებულნი არიან დროულად გასცენ პასუხი კონკრეტულ კითხვებს და, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყონ ერთმანეთისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება პირველ პუნქტში განმარტებულ საკითხებთან დაკავშირებით.

3. წინამდებარე თავით განსაზღვრული არცერთი დებულება არ ავალდებულებს მხარეს, მეორე მხარეს მიაწოდოს ან მისცეს დაშვება ისეთ საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია საიდუმლო ინფორმაციად ან რომლის გამჟღავნება შეაფერხებს კანონის აღსრულებას ან სხვაგვარად ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, ან რომელიც ლახავს კონკრეტული საჯარო თუ კერძო საწარმოს ლეგიტიმურ კომერციულ ინტერესებ