თითოეულმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს შესაბამისი ორგანოების შექმნას საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის მიზნით და დაეხმაროს ამ ორგანოებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი ეფექტიანი, გამჭვირვალე საქმიანობა და საკუთარი წევრების მიმართ ანგარიშვალდებულება.
მუხლი11.16. გენეტიკური რესურსები, ტრადიციული ცოდნა და ფოლკლორი
1. თითოეული მხარის საერთაშორისო ვალდებულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეები უფლებამოსილნი არიან შეიმუშაონ შესაბამისი ზომები გენეტიკური რესურსების, ტრადიციული ცოდნისა და ფოლკლორის დაცვის მიზნით.
2. მხარეები თანხმდებიან შეისწავლონ გენეტიკურ რესურსებთან, ტრადიციულ ცოდნასა და ფოლკლორთან დაკავშირებული საკითხების მომავალში განხილვის შესაძლებლობა, თავიანთ შესაბამის კანონებთან და მრავალმხრივ შეთანხმებებთან მიმართებაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინები