1. თითოეული მხარე აღიარებს, რომ გეოგრაფიული აღნიშვნები შეიძლება დაცულ იქნეს სასაქონლო ნიშნის, ან sui generis სისტემის, ან სხვა სამართლებრივი მექანიზმების მეშვეობით.[26]

2. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, გეოგრაფიული აღნიშვნა არის აღნიშვნა, რომელიც მიუთითებს, რომ პროდუქტი წარმოიშვა მხარის ტერიტორიაზე, ან ამ ტერიტორიაზე არსებულ რეგიონში ან რაიონში, და რომ პროდუქტის ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები ძირითადად განპირობებულია მისი გეოგრაფიული წარმოშობით.

3. TRIPS-ის შეთანხმების 22-ე და 23-ე მუხლების შეუზღუდავად, მხარეები, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას, გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვის უზრუნველყოფის მიზნით ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რომლებიც გამოიყენება მხარეთა ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის აღნიშვნის მიზნით. თითოეული მხარე დაინტერესებულ მხარეებს უზრუნველყოფს სამართლებრივი საშუალებებით იმისათვის, რომ აღიკვეთოს ამგვარი გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება იდენტური ან მსგავსი საქონლისთვის, რომელიც არ არის წარმოშობილი იმ ადგილიდან, რომელზეც მიუთითებს კონკრეტული გეოგრაფიული აღნიშვნ