თითოეული მხარე:

(a) გააგრძელებს მუშაობას ექსპერტიზისა და რეგისტრაციის საკუთარი სისტემების გაძლიერებისათვის, მათ შორის ექსპერტიზის პროცედურებისა და ხარისხის სისტემების გაუმჯობესების გზით;

(b) განმცხადებელს წერილობით შეატყობინებს ინტელექტუალური საკუთრების უფლების მინიჭებაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზების შესახებ;

(c) დაინტერესებულ მხარეებს მისცემს შესაძლებლობას გაასაჩივრონ ინტელექტუალური საკუთრების უფლების მინიჭება ან რეგისტრაცია, ან მოითხოვონ ინტელექტუალური საკუთრების არსებული უფლების გაუქმება, ანულირება ან გაბათილება;

(d) მოითხოვს რომ გადაწყვეტილებები გასაჩივრების, გაუქმების, ანულირების ან გაბათილების შესახებ იყოს დასაბუთებული და წერილობით; და

(e) გულისხმობს, რომ წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, „წერილობითი“ და „წერილობითი შეტყობინებების გაგზავნა“ ასევე მოიცავს კომუნიკაციას და ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას ელექტრონული ფორმი