წინამდებარე თავის მიზანია ვაჭრობიდან და ინვესტიციებიდან მიღებული სარგებლის გაზრდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვისა და აღსრულების გზით. მხარეები აღიარებენ, რომ:

(a) ინტელექტუალური საკუთრების გამჭვირვალე სისტემების შექმნა და შენარჩუნება და ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ადეკვატური და ეფექტიანი დაცვისა და აღსრულების ხელშეწყობა და შენარჩუნება უზრუნველყოფს სიცხადეს უფლებების მფლობელთათვის და მოსარგებლეთათვის;

(b) ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვა და აღსრულება ხელს უნდა უწყობდეს ტექნოლოგიური ინოვაციების პოპულარიზაციასა და ტექნოლოგიების გავრცელებას;

(c) ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და შეუძლია შეამციროს ხარვეზები და დაბრკოლებები საერთაშორისო ვაჭრობაში;

(d) ინტელექტუალური საკუთრების სისტემები ხელს უნდა უწყობდეს ღია, ინოვაციური და ეფექტიანი ბაზრების შექმნას, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ეფექტიანად შექმნის, გამოყენების, დაცვისა და აღსრულების, შესაბამისი შეზღუდვებისა და გამონაკლისების დაწესებისა და უფლებათა მფლობელებს, მოსარგებლეებსა საზოგადოებრივ ინტერესს შორის სათანადო ბალანსის მიღწევის გზით;

(e) ინტელექტუალური საკუთრების სისტემები თავად არ უნდა იქცნენ კანონიერი ვაჭრობის ბარიერებად;

(f) შესაძლებელია საჭირო გახდეს სათანადო ზომების გატარება, იმ პირობით, თუ ისინი შეესაბამება „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS)“ შეთანხმებისა[25] და წინამდებარე თავის დებულებებს, იმისათვის რომ თავიდან იქნეს აცილებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ბოროტად გამოყენება მათი მფლობელების მიერ, ან ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც უსაფუძვლოდ ზღუდავს ვაჭრობას, ეწინააღმდეგება კონკურენციას, ან უარყოფით ზემოქმედებას ახდენს საერთაშორისო დონეზე ტექნოლოგიების გადაცემაზე; და

(g) შესაძლებელია გატარდეს ზომები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და კვებით უზრუნველყოფის მიზნით, იმ პირობით თუ ისინი შეესაბამება „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმებისა და წინამდებარე თავის დებულებებ